Accentnews.ge
„გურია ექსპრესის“გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს პროდუქტის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ მისცეს

„გურია ექსპრესის“გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს პროდუქტის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ მისცეს

25/05/2021 05:49:33 საზოგადოება

დილიდან ხმაურია ოზურგეთში, ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ ოფისთან. საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს და პროდუქციის ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს.

დასაქმებულები, რომლებმაც ღამე საწარმოს შენობასთან გაათენეს, აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქცია ტრაილერებზე დატვირთა. მისი გამოტანის საშუალება კი, გაფიცულებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მოსახლეობა და გაფიცულების ოჯახის წევრები. მობილიზებულია პოლიციაც.

„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უკვე 22 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S