ლატვია ქვეყნიდან ბელარუსის ელჩსა და ყველა დიპლომატს აძევებს
24/05/2021 16:52:42 მსოფლიო
ლატვია ბელარუსის საპასუხოდ ქვეყნიდან ბელარუსის ელჩსა და ყველა დიპლომატს აძევებს.
მანამდე მინსკმა ლატვიის მთელი დიპკორპუსის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო იმის საპასუხოდ, რომ რიგაში ბელარუსის სახელმწიფო დროშა ოპოზიციური თეთრ-წითელ-თეთრით ჩაანაცვლეს.
ცნობისთვის: ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.


