ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ
24/05/2021 16:22:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. გადაწყვეტილების მიზეზად მინსკის ინციდენტი სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამ საკითხს ხვალ მთავრობის სხდომაზე დააყენებს და სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, როდიდან შეაჩერებს უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას.
ცნობისთვის: ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.


