ცხვრის გადარეკვის დროს მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა
24/05/2021 15:32:01 საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 47-ე კილომეტრზე მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ცხვარს მიერეკებოდა. მას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა.
შემთხვევის ადგილას მაშველები ჩავიდნენ და დაშავებული ამოიყვანეს. შუახნის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.
მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანს, სადაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.


