ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს, ბელარუსი დატოვონ
24/05/2021 14:39:24 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს, ბელარუსი დატოვონ.
"მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, უარი თქვან ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრებაზე და ასევე მოვუწოდებთ ყველა ლიეტუველს ბელარუსუში, დატოვონ ეს ქვეყანა“, – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბელარუსის მმართველი რეჟიმი „მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.
ცნობისთვის: ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.


