Accentnews.ge
"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო პროტესტის უახლოესი გეგმები: "რუსთაველი გადაიკეტება"

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო პროტესტის უახლოესი გეგმები: "რუსთაველი გადაიკეტება"

24/05/2021 13:51:44 საზოგადოება

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დემონსტრანტები გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს, რომელსაც მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ გახსნიან.

"გზა გაიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. თუ 26 მაისამდე არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენს გვერდით. ეს არ არის თითო კაცის ბრძოლა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა და ეს არის ყველას ბრძოლა", – აცხადებს გოლეთიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S