"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვა
24/05/2021 12:44:29 საზოგადოება
„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებთან პოლიციელები მივიდნენ და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვეს.
"ხელოვნურად ნუ კეტავთ გზის სავალ ნაწილს, ეს არის კანონდარღვევა, გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი", – მიმართა სამართალდამცველმა დემონსტრანტებს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის მონაწილეები ჯერ–ჯერობით უცნობია.
აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.


