Accentnews.ge
ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა

ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა

24/05/2021 11:44:56 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.

კანონის თანახმად, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით. შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში კი მასობრივი გამოსვლა არასანქცირებულად ჩაითვლება.

ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში კი მათ სანქციები დაუწესდებათ.

ამას გარდა, ლუკაშენკომ დაამტკიცა ცვლილებები ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში, რაც შესაძლებლობას მისცემს ბელარუსის მთავრობას, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ არსებობს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ცვლილებები კანონში გამოქვეყნებიდან 1 თვეში შევა ძალაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S