Accentnews.ge
"შოკისმომგვრელი ისაა, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას “შოკისმომგვრელს” უწოდებს"

"შოკისმომგვრელი ისაა, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას “შოკისმომგვრელს” უწოდებს"

24/05/2021 11:00:01 მსოფლიო

"შოკისმომგვრელი ისაა, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას “შოკისმომგვრელს” უწოდებს", – ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნით, მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ამ მოვლენაზე საერთაშორისო გამოხმაურებას.

“ცივილიზებული დემოკრატიების” ცხოვრებამ ტრაექტორიით «quod licet Iovi, non licet bovi» დიდი ხანია, დაკარგა აქტუალობა ოდესღაც ლიდერების მიერ ჭეშმარიტად ლიდერული თვისებების დაკარგვის გამო. მთელს მსოფლიოში მილიონთა სისხლმა და ტანჯვამ წააქცია ტაბურეტები, რომლებზე შემდგარნიც ქადაგებდნენ დასავლელი დემაგოგები. თუ შოკია, ყველაფერი უნდა იყოს მაშოკირებელი - დაწყებული ავსტრიაში აშშ-ის მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავისა და აფრენიდან 11 წუთში უკრაინაში იმ ბორტის იძულებითი დასმით, რომლითაც ანტიმაიდანელი აქტივისტი მიფრინავდა. ანდაც არ უნდა გაგდებდეს შოკში სხვების ანალოგიური ქცევა. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიების გამოყენება სასურველ ეფექტს ვეღარ იძლევა – ქსელს ახსოვს საჰაერო ხომალდების ძალადობრივი დაშვებები, ძალადობრივი გატაცებები და უკანონო დაკავებები, რომლებიც ”მორალისა და წესრიგის მქადაგებლებმა” განახორციელეს", – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: აქტივისტის დასაკავებლად ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვეს – საერთაშორისო რეაქცია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S