Accentnews.ge
ვარლამ გოლეთიანი სამართალდამცველებს მიმართავს

ვარლამ გოლეთიანი სამართალდამცველებს მიმართავს

24/05/2021 10:31:36 საზოგადოება

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი სამართალდამცველებს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ პოლიცია ეცდება "რაიმე იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა".

„მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება თუ მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე:

„იქნება ეს გარკვეული მსვლელობა ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილისას, ჩვენ ყველგან ხელებაწეული ვართ. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ავწევთ ხელებს და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა, რომ დავდგეთ და შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც არის ჩვენი ხალხის ნება. ამიტომ, პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ“.

ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ულტიმატუმით არ საუბრობენ

„რაც პრემიერმა ახსენა ულტიმატუმების ენით საუბარზე, ჩვენ ულტიმატუმების ენით არ ვსაუბრობთ. ჩვენ ნახევარ წელზე მეტი გავატარეთ რიონის პირზე, ზამთრის დღეები იქ გამოვიარეთ და სახლში არ შევსულვართ. მოვუწოდებდით მათ, რომ თუ ჰქონდათ ამის თავი, გამოსულიყვნენ და ემსჯელათ, რაც აღმოჩნდა, რომ არ შეუძლიათ. ამიტომ, რა ვქნათ, მაშინ რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, ან ასე მშვიდობიანად, არგუმენტირებულად და კონსტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე. ჩვენ დღევანდელი დღიდან გადავგდამთ ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ, ეს იქნება ქართველი ხალხის დამარცხების ტოლფასი, რომელსაც უკვე შეიძლება, ვეღარ მოვერიოთ. ამიტომ, ამ დამარცხებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს", – განაცხადა გოლეთიანმა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S