Accentnews.ge
ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ICAO–ს მოუწოდებენ, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა აიკრძალოს

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ICAO–ს მოუწოდებენ, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა აიკრძალოს

24/05/2021 09:40:03 მსოფლიო

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ბელარუსის ხელისუფლების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში დაშვების იძულების ფაქტს გმობენ და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მოუწოდებენ, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა აიკრძალოს.

"ნატო–სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება პირატული ქმედებაა", - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბობ მენენდესისა და მისი ჩეხი, ლატვიელი, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და ბრიტანელი კოლეგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამ უგუნურმა ქმედებამ მგზავრები და ეკიპაჟი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს:

„მოვითხოვთ, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მიერ ინფორმაციის მოწოდებამდე ბელარუსის მიმართულებით და პირიქით ფრენები აიკრძალოს. აშკარაა, რომ მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და არ შეუძლიათ მათი უფლებების დაცვა. სახელმწიფო ტერორისა და გატაცების ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ყველას, ვინც მოგზაურობს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ".

ამასთან, კანონმდებლები ნატო–სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ:

"მოვუწოდებთ ნატო–სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ლუკაშენკოს რეჟიმს და შეაჩერონ მათი შესაძლებლობა, გამოიყენონ "ინტერპოლი" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე თავდასხმისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S