Accentnews.ge
"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები დაუპირისპირდნენ აქტივისტს, რომელსაც ლგბტ სამკლაური ეკეთა

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები დაუპირისპირდნენ აქტივისტს, რომელსაც ლგბტ სამკლაური ეკეთა

24/05/2021 09:00:31 საზოგადოება

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები დაუპირისპირდნენ "სირცხვილიას" აქტივისტს, რომელსაც ლგბტ სამკლაური ეკეთა.

"მეგონა, 12:00 საათზე მხარდაჭერა სჭირდებოდათ ყველა ადამიანის, ვინც აქ მოვიდოდა და მოვედი ზუსტად 12:00-ზე იმიტომ, რომ ულტიმატუმის დრო ჰქონდათ გამოცხადებული და ამათმა აქციიდან გამაგდეს. ჩემთვის წყნარად ვიდექი, მერე მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოვიხსნა, მე ვუთხარი, არ მოვიხსნი", - ჰყვება სალომე ბარკერი.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგაც აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთმა აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, მათ არ სურდათ დაპირისპირების გაღრმავება, ამიტომაც გაერიდნენ ტერიტორიას:

"ახლა აქ ხალხის გაერთიანებაა საჭირო და ამის დეესკალაციის მიზნით, გავდივართ ჩვენით. უნდა გვესაუბრა მშვიდად, არ მინდა ნავთი მივასხა. სამკალურის გამო, რომელიც ორი წელია არ მოუხსნია, სალომეს უთხრეს, რომ მოეხსნა. ეს იყო პროვოკაცია აქ არეულობის მოსაწყობად”.

აქტივისტებს "რიონის ხეობის მცველი" გაესაუბრა, რომელმაც მათ უთხრა, რომ აქციაზე დაბრუნება შეეძლოთ, თუმცა აქტივისტებმა ტერიტორია მაინც დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S