Accentnews.ge
პროტესტი ჭიათურაში – სამმა ქალმა პირი ამოიკერა

პროტესტი ჭიათურაში – სამმა ქალმა პირი ამოიკერა

24/05/2021 08:11:39 რეგიონები, საზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე 5 კაცს 3 ქალი შეუერთდა და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს. პროტესტის მონაწილეები ადგილზე სახალხო დამცველის ჩასვლას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მარგანეცის მოპოვების პროცესიც დაზარალდნენ: ინგრევა სახლები, არაერთ ეზოში მიწა ჩავარდა, მოსავალი არარ მოდის.

20 მაისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შუქრუთი +“ მზად არის, სოფლის „რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება სამართლებრივ სივრცეში გადავა და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს“.

ამასთან, როგორც კომპანია აცხადებს, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან „შუქრუთი +„-ს 2020 წლის ივნისიდან გაცემული აქვს დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S