
პაატა სალია "რუსთავი2"-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება
19/07/2019 07:00:38 სხვა, საზოგადოება
"რუსთავის2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეარხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.
შეხვედრა პაატა სალიასა და ირაკლი ნიჟარაძეს შორის, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სალია "რუსთავი2"-ში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ტელეარხის თანამშრომლებთან საუბარი სურს.
ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სალია ტელეკომპანიაში გუშინაც იმყოფებოდა.