Accentnews.ge
კოვდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

კოვდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

24/05/2021 06:54:29 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 17 პაციენტი ემსხვერპლა, ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 388 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 357 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა, აქედან 5 095 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 503 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,04%-ია, ბოლო 14 დღის - 3,99%, ბოლო 7 დღის - 4,19%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 208 შემთხვევა;
  • აჭარა - 50;
  • იმერეთი - 24;
  • ქვემო ქართლი - 19;
  • შიდა ქართლი - 12;
  • გურია - 4;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33;
  • კახეთი - 25;
  • მცხეთა-მთიანეთი - 4;
  • სამცხე-ჯავახეთი - 6;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 340 აქტიური შემთხვევაა:

  • 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
  • მძიმე პაციენტია 892 პირი,
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი,
  • 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
  • 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.

ინფორმაციისთვის: 24 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 113 000 ადამიანია აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S