Accentnews.ge
გოლეთიანი ფინანსური რესურსების თაობაზე განმარტებებს აკეთებს

გოლეთიანი ფინანსური რესურსების თაობაზე განმარტებებს აკეთებს

24/05/2021 06:25:45 საზოგადოება

„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ–ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკაში ოფიციალურად შემოსულ ლევან ვასაძესთან კავშირისა და მობილიზებული ფინანსური რესურსების თაობაზე განმარტებებს აკეთებს.

„ლევან ვასაძისთვის ჩვენ მოგვისმენია სატელევიზიო ეთერში, გამოთქვეს თავიანთი პოზიცია. პრინციპში, ამ შემთხვევაში ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს და არ მგონია, რომ რომელიმე ქართველი სხვაგვარად ფიქრობდეს ამ პროტესზე. ჩვენი ახირება არ არის აქ და რიონის ხეობაში დგომა. ვამბობთ იმას, რა პრობლემებია, რომ ხელისუფლება არასდროს გამოდიოდა დიალოგზე“,– აცხადებს გოლეთიანი თემის კომენტირებისას.

რაც შეეხება ფინანსური რესურსების წყაროებს, გოლეთიანი ამბობს: „ტრანსპორტირების ნაწილში ხალხი თვითორგანიზდება და ეს მართლა უპრეცედენტოა. ჩვენ ამაში რესურსებს ვერ ჩავდებთ, რადგან არ გვაქვს. რაც შეეხება სცენას, ნახევარი წელია, რიონის ხეობაში ვართ, იცით, რომ ემიგრანტები ამ პროცსებს მხარს უჭერს, გვეხმარებიან. ფინანსურ ნაწილში გვერდში გვიდგანან არა მხოლოდ ემიგრანტები, ჩვენც, ჩვენი რესურსით, მეგობრები. ყველა თვლის, რომ რაღაც წვლილი უნდა შეიტანოს, ეს არის მართლა ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ამ პროცესის. ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს.[...]სპეკულირება, რომ რუსეთის დაფინანსებულია [პროტესტი – რედ.], სასაცილოა და სცდება ყოელგვარ ნორმატიურ განსაზღვრებებს“.

გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტი აპარტიულია და ასეთად დარჩება.

რესპუბლიკის მოედანზე კვლავ გაშლილია კარვები. ამ დროისთვის ადგილზე დემონსტრანტები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პასუხს 12:00 საათისთვის ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

"ვაპირებთ, რომ მსვლელობა მოვაწყოთ. გვინდა, კონკრეტული გეგმა სცენიდან გავახმოვანოთ მას შემდეგ, რაც ხალხი შეიკრიბება. ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, საით დავიძვრებით და რას გადავკეტავთ. მთავარია, რომ ჩაბმულნი ვართ ადეკვატურ და სამართლიან ბრძოლაში და აქ ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. უნდა ვიმოქმედოთ ყველა შემთხვევაში, ამიტომ, აუცილებლად ვიმოქმედებთ. არ ვაპირებთ რამე ტიპის კომპრომისს, იმიტომ, რომ ამოწურულია ყველა ეს მეთოდი",– დასძინა გოლეთიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო კომუნიკაცის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„მჯერა, რომ კომუნიკაცია ეფექტური იქნება და მისაღები კომპრომისი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი რთული იქნება, რომ შედეგზე ორიენტირებულ მიდგომად მივიჩნიოთ. კომუნიკაცია არის სწორი, რათა სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ“,- განაცხადა სერგეენკომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S