ჩინეთში ამინდის მკვეთრი ცვლილების გამო 21 სპორტსმენი დაიღუპა
24/05/2021 05:42:20 მსოფლიო
ჩინეთში ულტრამარათონის 21 მონაწილე დაიღუპა ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო.
100-კილომეტრიანი მარათონი მთიან რაიონში, პროვინცია განსუში ჩატარდა. მარათონელებმა მზიან ამინდში აიღეს სტარტი, შესაბამისად, სპორტსმენები მსუბუქად იყვნენ აღჭურვილნი, თან არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი. სტარტიდან რამდენიმე საათში მთებში მკვეთრად აცივდა, ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცა, ამოვარდა ძლიერი ქარი და გაწვიმდა.
ამინდის მოულოდნელი ცვლილების შემდეგ ორგანიზატორებმა მარათონი გააჩერეს, მორბენალთა საძებრად კი მაშველები გაემართნენ. მარათონში 172 ადამიანი მონაწილეობდა.
მაშველებმა 151 მარათონელი გადაარჩინეს, 21 სპორტსმენის ცხედრები მთაში იპოვეს.


