Accentnews.ge
აშშ-ის CDC ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ რიგ თინეიჯერებში გულის იშვიათი დაავადების გამოვლენის შესახებ იუწყება

აშშ-ის CDC ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ რიგ თინეიჯერებში გულის იშვიათი დაავადების გამოვლენის შესახებ იუწყება

23/05/2021 12:48:18 საზოგადოება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ რიგ თინეიჯერებსა და მოზარდებში გულის იშვიათი დაავადება გამოვლინდა და CDC–მ შემთხვევათა შესწავლის რეკომენდაცია გასცა.

კერძოდ, CDC–ს ცნობით, საუბარია მიოკარდიტზე (გულის კუნთის ანთება).

"მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიგ ვაქცინირებულ მოზარდებსა და თინეიჯერებში, რომელთა უმეტესობა მამაკაცია, აცრის შემდეგ გამოვლინდა მიოკარდიტი. ხშირ შემთხვევაში დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ვირუსებით. ამ ეტაპზე შემთხვევების რაოდენობა არ არის მოსალოდნელზე მაღალი, (როგორც ეს აქამდე მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ფიქსირდებოდა) თუმცა ჩვენი კომიტეტის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ვაქცინების მწარმოებელი კომპანიებისთვის პოტენციური არასასურველი მოვლენის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ", – აცხადებენ CDC– ს იმუნიზაციის მრჩეველთა კომიტეტში.

ამასთან, კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენ ადამიანს გამოუვლინდა აღნიშნული დაავადება.

"მნიშვნელოვანია მონიტორინგი, რამდენად არის მიოკარდიტი დაკავშირებული ვაქცინასთან. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკისა და სარგებელის თანაფარდობა", – განაცხადა "ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის" უფროსმა მეცნიერმა დოქტორმა ამეშ ადალჯამ.

CDC–ს ცნობით, დაავადება გამოვლინდა mRNA ვაქცინებით აცრიდან 4 დღეში. იგი არ აკონკრეტებს, რომელ ვაქცინებზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ აშშ–ში 12–დან 15 წლამდე ბავშვებში"ფაიზერის" და 18 და 18+ მოზარდებში "მოდერნას" ვაქცინებით აცრის პროცესი ნებადართულია.

ცნობისთვის: აპრილში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი შეისწავლიდა გულის კუნთის ანთების მცირე შემთხვევებს იმ ადამიანებში, რომლებმაც "ფაიზერის" ვაქცინა გაიკეთეს. თუმცა მას საბოლოო დასკვნა ჯერ–ჯერობით არ გამოუქვეყნებია. ისრაელში შემთხვევათა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა. მაშინ "ფაიზერმა" განაცხადა, რომ "ვაქცინთან მიზეზობრივი კავშირი არ დადგინდა".

CDC– ს განცხადებაზე "ფაიზერს" და "მოდერნას" კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S