თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
23/05/2021 07:08:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 733 ადამიანი დიანფიცირდა, დაავადებისგან 1 530 პირი გამოჯანმრთელდა, 20 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 16 972 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 425 „პისიარ“ ტესტით – 9 547.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,04%, ბოლო 7 დღის – 4,21%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70,
- აჭარა - 62,
- იმერეთი - 54,
- ქვემო ქართლი - 35,
- შიდა ქართლი - 18,
- გურია - 8,
- კახეთი - 27,
- მცხეთა-მთიანეთი - 17,
- სამცხე-ჯავახეთი - 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 258, აჭარაში - 476, იმერეთში - 526. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში - 418, აჭარაში - 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში - 150, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 748 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 1 792, იმერეთში - 1 644.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 318 599 პირი გამოჯანმრთელდა, 4 622 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 112 192 ადამიანი.


