24 მაისის 8:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე სადგურ გომში სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება
23/05/2021 06:47:14 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 24 მაისის 8:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე (4 დღით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში (კმ2395 პკ3-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინოკორდული ფენილის ქვეშ არსებული კენტი და წყვილი ლიანდაგების შეკეთების და წყვილი ლიანდაგის მხარეს (საჩხერის მხარეს) მოედნის მოწყობის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზისმისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენისსამუშაოების წარმოებას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე, რისთვისაცგანთავსდება საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზეგამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისითანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.


