Accentnews.ge
პაატა სალია "რუსთავი 2"–ში მივიდა

პაატა სალია "რუსთავი 2"–ში მივიდა

19/07/2019 06:47:48 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან სასაუბროდ მივიდა. 

კითხვაზე, მოსწონს თუ არა ის პროდუქტი, რასაც "რუსთავი 2" ქმნის, სალიამ შემდეგი განაცხადა:

"ყველანი ადამიანები ვართ, ვიღაცას რაღაც შეიძლება, მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს, ან მეტ–ნაკლებად მოგვწონდეს და ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულება. ამ შემთხვევაში ამ ნაწილზე ჩემს შეხედულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არ მინდა, რომ ვინმეს ჰქონდეს ინტერპრეტაციის საშუალება და სწორედ ამიტომ არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. მინდა, ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ იმაში, რასაც აკეთებენ. შესაბამისად, ჩემი კომენტარი შეიძლება, ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ, ამიტომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და ჩემი უფლებაა მე მგონი, გამოვხატო ან არ გამოვხატო, რა მომწონს და რა არა".

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სალია ტელეკომპანიაში გუშინაც იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S