საქართველოში აშშ-ის საელჩო დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს: "მასობრივი შეკრებები შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს"
23/05/2021 05:39:51 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაციაა აძლევს, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს.
„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავენ.


