Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

22/05/2021 07:08:05 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1071 ადამიანი დიანფიცირდა, დაავადებისგან 680 პირი გამოჯანმრთელდა, 33 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 29 985 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 333, „პისიარ“ ტესტით – 13 652.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,57 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1071 შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100,
  • აჭარა - 96,
  • იმერეთი - 84,
  • ქვემო ქართლი - 55,
  • შიდა ქართლი - 42,
  • გურია - 16,
  • კახეთი - 55,
  • მცხეთა-მთიანეთი - 23,
  • სამცხე-ჯავახეთი - 14,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 336 840 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 317 069 პირი გამოჯანმრთელდა, 4 602 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 109 395 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S