ბოლო 4 თვეში პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
22/05/2021 06:55:32 საზოგადოება
ბოლო 4 თვეში პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, რაც 8 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 1071 ადამიანი დიანფიცირდა, დაავადებისგან 680 პირი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ჩატარდა 29 985 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 333, „პისიარ“ ტესტით – 13 652.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,57 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა,
- აჭარა - 96,
- იმერეთი - 84,
- ქვემო ქართლი - 55,
- შიდა ქართლი - 42,
- გურია - 16,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100,
- კახეთი - 55,
- მცხეთა-მთიანეთი - 23,
- სამცხე-ჯავახეთი - 14,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 336 840 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 317 069 პირი გამოჯანმრთელდა, 4 602 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 109 395 ადამიანი.


