მტკვარში მწყემსს ეძებენ
22/05/2021 06:48:32 საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში სოფელ მეტეხის მკვიდრს ეძებენ.
როგორც თანასოფლელები ამბობენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


