Accentnews.ge
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდებათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდებათ

21/05/2021 15:15:16 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, მათ, ვინც გარკვეული მიზეზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მისვლა ვერ შეძლეს, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერა და აღდგენა შეუძლიათ.

"თუ ავად არ გახდა და რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა პრობლემა არ არის, ყოველთვის შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ადამიანმა რაღაც მიზეზებით მეორე დოზა ვერ მიიღო და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით მეორე დოზით ვაქცინაცია მოხდეს". - ამბობს იმნაძე.

ამასთან, ირკვევა, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ 300-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. იმნაძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეები ვაქცინის მეორე დოზით ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ უნდა აიცრან:

“რა თქმა უნდა, გვაქვს მეორე დოზის გაცდენების შემთხვევები. მაგალითად, “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა 13 951, მეორე დოზით — 13 539. 300-ზე მეტია შემთხვევაა პირველი დოზის შემედეგ დაინფიცირების. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან მხოლოდ პირველ დოზას ისეთი დაცვა არა აქვს, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თუმცა მათშიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მუშაობს ზუსტად იგივე გაიდლაინი, ინფიცირების შემდეგ პირველ დოზასთან დაკავშირებით, ანუ აცრა შესაძლებელია კორონავირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომ შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ვაქცინის 1 დოზა საკმარისი იყოს, თუმცა ეს არ არის ისე მტკიცედ არგუმენტირებული, რომ ჯერჯერობით შეტანილი იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში”.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე პირველი დოზით აცრილია 105 500 ადამიანი, დღეში იცრება საშუალოდ 3 613 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S