Accentnews.ge
წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ტემპერატურის კლება – სინოპტიკოსების პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ტემპერატურის კლება – სინოპტიკოსების პროგნოზი

21/05/2021 13:53:46 საზოგადოება

22-23 მაისს საქართველოში წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი,– იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

პროგნოზის თანახმად, 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S