მკვლევარებმა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილი გამოავლინეს
21/05/2021 13:35:23 მსოფლიო
კალიფორნიაში მდებარე "სიკვდილის ველს" ხშირად დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ. ტემპერატურა იქ რეკორდულ ნიშნულს, 56,7 °C აღწევს. თუმცა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურების ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე ცხელი ზედაპირი ირანის დაშთე-ლუთის და ჩრდილოეთ ამერიკის სონორის უდაბნოშია, სადაც ტემპერატურა ზოგჯერ 80.8°C–ს აღწევს.
ხმელეთის ზედაპირის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაშთე-ლუთის უდაბნოშია. 2002-2019 წლებს შორის, ამ ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური ტემპერატურები ფიქსირდებოდა; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის მოქცეულია მთის ქედებს შორის, რომელიც ცხელ ჰაერს დიუნებს მაღლა ამწყვდევს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც შავი ვულკანური ქანებია.
ასეთივე უკიდურესად მაღალ ნიშნულამდე ადის ტემპერატურა აშშ-სა და მექსიკის საზღვარს შორის მოქცეულ სონორის უდაბნოშიც, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც დაშთე-ლუთში. ვინაიდან სონორა მთებით არის გარშემორტყმული, ამ არიდულ აუზში სიცხე ადვილად ემწყვდევა, რაც ჯერ ატმოსფერულ ტემპერატურას ზრდის, შემდეგ კი ხმელეთისას.
გარდა იმისა, რომ დედამიწაზე ყველაზე ცხელი ხმელეთი იპოვა, ახალმა ანალიზებმა ასევე შეძლო ყველაზე ცივი ადგილის გამოვლენაც. ეს ტიტული ანტარქტიდას ეკუთვნის -110,9 °C, რაც 20 გრადუსით დაბალია, ვიდრე წინა შეფასებებით მიღებული მაჩვენებელი.


