Accentnews.ge
"სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს"

"სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს"

21/05/2021 10:29:04 საზოგადოება

სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ძირითად ტურისტულ სეზონზე საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო.

„ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამიც არის, ბრაზილიური შტამიც და ინდური შტამიც. მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?! აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება მოყოლებული ზამთრიდან გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი და ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით",, - განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S