თბილისში ჩინური "სინოვაკის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო
21/05/2021 12:22:26 საზოგადოება
თბილისში ჩინური წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოვაკის" ყველა ჯავშანი შეივსო. ჯავშნები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია რეგიონებში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რეგისტრაციის გახსნიდან 2 საათის განმავლობაში ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია, დღეს, 21 მაისს 12:00 საათიდან დაიწყო. "სინოვაკის" 100 000 დოზა საქართველოს ჩინურმა მხარემ აჩუქა. ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯ–ერობით არ აქვს.
საქართველოში "სინოვაკის" ვაქცინით აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.


