ავსტრალიის ქუჩებს მილიონებით თაგვი შეესია, მღრღნელების მიერ მიყენებული ზარალი ათი ათასობით დოლარს შეადგენს (ვიდეო)
21/05/2021 10:54:40 მსოფლიო
"კარგი თაგვი მხოლოდ მკვდარი თაგვია", - ასე ეხმიანება ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე ქვეყნის აღმოსაველთში მდებარე ქალაქებში მილიონობით თაგვის შემოსევას.
როგორც ირკვევა, თაგვები ქვეყნის მოსახლეობისთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდნენ, მაგრამ ამ სეზონზე შექმნილმა ვითარებამ ყველა რეკორდი მოხსნა. ექსპერტების ნაწილი, აღნიშნულის მიზეზად უჩვეულოდ წვიმიან სეზონს ასახელებს.
მღრღნელები ანადგურებენ ფერმერების მოსავალს, იჭრებიან ქარხნებში, საცხოვრებელ სახლებში და მათი პოვნა თითქმის ყველგან, მათ შორის, მაცხოვრებელთა ლოგინებშიც კია შესაძლებელი.
"თაგვებისთვის მახის დაგება, სახლში მდებარე მცირე ხვრელების ამოქოლვა და მსგავსი პროცედურები უკვე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაშია" - აცხადებენ ადგილობრივები.
მღრღნელების მიერ მიყენებულმა ზარალმა უკვე 116 000 აშშ დოლარს მიაღწია. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შემუშავდა სპეციალური საწამლავი, რომლითაც სახლებსა და ქუჩებს დაამუშავებენ.


