იმნაძემ კოვიდ–რეგულაციების შემსუბუქების სავარაუდო დრო დაასახელა
21/05/2021 10:49:49 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
როგორც იმნაძე აცხადებს, პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია მნიშვნელოვნად არ გაღვივდეს.
ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ სტაბილური ეპიდვითრების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შემსუბუქება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 064 შემთხვევა გამოვლინდა, 1 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 პირი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.


