თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
21/05/2021 07:00:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 064 შემთხვევა გამოვლინდა, 1 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა
- აჭარა - 125,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104,
- იმერეთი - 99,
- შიდა ქართლი - 25,
- გურია - 7,
- ქვემო ქართლი - 62,
- კახეთი - 47,
- მცხეთა-მთიანეთი - 17,
- სამცხე-ჯავახეთი - 18,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 333, აჭარაში - 486, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 11, იმერეთში - 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 - თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 822 პირი, აჭარაში - 1 584, იმერეთში - 1 610.
ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, „პისიარ“ ტესტით – 14 676.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 პირი გამოჯანმრთელდა, 4 569 პაციენტი გარდაიცვალა.


