Accentnews.ge
ისრაელ–ღაზას 11-დღიანი იერიშების დასასრული – ზეიმი ღაზას ქუჩებში [ფოტო]

ისრაელ–ღაზას 11-დღიანი იერიშების დასასრული – ზეიმი ღაზას ქუჩებში [ფოტო]

21/05/2021 06:04:42 მსოფლიო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 21 მაისს ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ამოქმედდა, რითაც ისრაელ–ღაზას შორის 11-დღიანი თითქმის უწყვეტი იერიში დასრულდა. ორივე მხარე დაეთანხმა ეგვიპტის ინიციატივას, რომელიც ყველა წინაპირობის გარეშე ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებდა.

ორივე – ისრაელიც და "ჰამასიც" კონფლიქტში გამარჯვების შესახებ იუწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ "ღაზაზე შეტევამ ისრაელს უპრეცედენტო სამხედრო მიღწევები მოიტანა".

თავის მხრივ, "ჰამასი" აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "პალესტინის ხალხის გამარჯვებისა და ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მარცხის ნიშანია".

შეთანხმების ამოქმედებისთანავე ღაზას ქუჩებში პალესტინელებმა ზეიმი გამართეს.

"მადლობა ღმერთო!" – სკანდირებდნენ შეკრებილები.

ფოტო : AFP.

ფოტო : AFP.

ფოტო : AFP.

ფოტო : AFP.

ფოტო: REUTERS

ფოტო: REUTERS

ისრაელ–ღაზას შორის იერიში 11 დღე გრძელდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 232 ადამიანი, მათ შორის 65 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S