
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
19/07/2019 03:54:36 სხვა, საზოგადოება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გრიშაშვილის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შანიძის, სვანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, დიდუბის და დავით ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კოტე ხიმშიაშვილის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, ტერენტი გრანელის, ჩიქობავას, არაგვისპირელის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის (ნაწილობრივ), ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.