Accentnews.ge
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის 29 შტატს მოუწოდებს, „შავი სოკოს“ დაავადება ეპიდემიად გამოაცხადოს

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის 29 შტატს მოუწოდებს, „შავი სოკოს“ დაავადება ეპიდემიად გამოაცხადოს

21/05/2021 05:11:15 მსოფლიო

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის 29 შტატს მოუწოდებს, „შავი სოკოს“ დაავადება ეპიდემიად გამოაცხადოს, – იუწყება BBC.

მისი ცნობით, ამ ნაბიჯით სამინისტრო უფრო ყურადღებით შეძლებს, დააკვირდეს რა ხდება თითოეულ შტატში „შავი სოკოს“ გავრცელების კუთხით და უფრო ეფექტური მკურნალობის საშუალებას გააჩენს.

მუკორმიკოზის მზარდი შემთხვევები ინდოეთში

ინდოელი მედიკოსების თქმით, კოვიდ–ინფიცირებულ და კოვიდ–გადატანილ პირებში მუკორმიკოზის (იგივე "შავი სოკოს" მომაკვდინებელი დაავადება) პირველი შემთხვევები აპრილში გამოვლინდა. ამჟამად დაავადება ქვეყნის 30–მდე შტატში, მათ შორის, მაჰარაშტრასა და გუჯარათშიც ცირკულირებს.

ექიმები აცხადებენ, რომ შემთხვევათა მატება შესაძლოა, ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ-პაციენტებში სტეროიდების გამოყენებას უკავშირდებოდეს, რადგანაც ეს წამლები იმუნურ სისტემას აქვეითებს. დიაბეტის მქონეები კი სტეროიდების მიღებამდე უკვე გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

"დიაბეტი იმუნურ სისტემას აქვეითებს, კორონავირუსი ამ პროცესს ამწვავებს, შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული სტეროიდები კი ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოქმედებს", - აცხადებს BBC-სთან ერთ-ერთი ინდოელი ექიმი.

მედიკოსების თქმით, მუკორმიკოზით დაავადების შემთხვევაში პაციენტის გარდარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად მკურნალობენ მას. მათივე ცნობით, კივდილიანობის მაჩვენებელი 50დან 90%–მდე მერყეობს.

მუკორმიკოზი, რომელიც პირველად, ინდოეთში კოვიდ–ინფიცირებულ და კოვიდ–გადატანილ პირებში ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, ქვეყნის საზღვრებს უკვე გასცდა. კერძოდ, "შავი სოკოს" შემთხვევების შესახებ იუწყება პაკისტანიც.

რა არის მუკორმიკოზი იგივე "შავი სოკო"

მუ­კორ­მი­კო­ზი არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ინ­ფექ­ცია, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა. იგი ყველაზე ხშირად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ესხმის თავს, მათ შორის, დიაბეტის მქონეებსა და იმუნური სისტემის დამასუსტებელ მედიკამენტებზე მყოფ ადამიანებს.​

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მუკორმიკოზს ობის სოკოების ჯგუფი, მუკორმიცეტები იწვევს, რომლებიც ნიადაგსა და გახრწნის პროცესში მყოფ ორგანულ ნივთიერებებში იზრდება (ფოთლები და ხეები).

ობის სოკო სხეულში გაჭრილი ან გახეხილი კანიდან აღწევს. ინფექცია სოკოს სპორების შესუნთქვის შემდეგ შეიძლება, სინუსებსა და ფილტვებშიც მოხვდეს. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, სოკო ხანდახან სისხლში ვრცელდება და სხვა ორგანოებს, მაგალითად, ტვინს, თვალებსა და გულს დიდ ზიანს აყენებს.

ინფექციის ადრეულ ეტაპებზე პაციენტებს ცხვირიდან სისხლის დენა, თვალების შესიება, ჩაცვენილი ქუთოთოები და ბუნდოვანი მხედველობა აწუხებთ. ცხვირის გარშემო კანზე შესაძლოა შავი ლაქებიც გაჩნდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S