Accentnews.ge
ნეთანიაჰუს ოფისი: "ცეცხლი უპირობოდ და ორმხრივად შეწყდება"

ნეთანიაჰუს ოფისი: "ცეცხლი უპირობოდ და ორმხრივად შეწყდება"

20/05/2021 20:53:59 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი ორმხრივად შეწყდება.

როგორც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრები დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას, რომელიც ყველა წინაპირობის გარეშე ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.

„ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება 21 მაისს ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ამოქმედდება.

ცნობისთვის: ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიში 11 დღე გრძელდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 232 ადამიანი, მათ შორის 65 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S