Accentnews.ge
ევროპარლამენტი "ინვესტიციების შესახებ ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ შეთანხმების" განხილვას აჩერებს

ევროპარლამენტი "ინვესტიციების შესახებ ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ შეთანხმების" განხილვას აჩერებს

20/05/2021 17:53:17 მსოფლიო

ევროპარლამენტი "ინვესტიციების შესახებ ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ შეთანხმების" განხილვას აჩერებს. შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზად ჩინეთის მთავრობის მიერ ევროპელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სახელდება.

მარტში ჩინეთმა ევროპული სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების, მათ შორის ევროპარლამენტის წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა და ყოველგვარი საქმიანობა აუკრძალა. პეკინის აგანცხადებით, მისი ქმედება, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ევროკავშირის მიერ ჩინეთის ოთხი ოფიციალური პირის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო რეაქციას წარმოადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S