Accentnews.ge
თემქაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თემქაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

20/05/2021 16:00:57 საზოგადოება

თბილისში, თემქაზე, მონადირის ქუჩის 14 ნომერში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. არსებობდა ხანძრის გვერდით მდგომ სახლებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S