
უკრაინა და რუსეთი პრეზიდენტების შესახვედრად მუშაობენ
20/05/2021 14:25:29 მსოფლიო
უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებებს მართავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ დღეს უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"პუტინთან შეხვედრა საჭიროა - მასთან პირისპირ საუბრის გარეშე დონბასში კონფლიქტს ვერ შევაჩერებთ" - განმარტა პრეზიდენტმა.
ამასთან, სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც პუტინს "აგრესორად და დამნაშავედ" მოიხსენიებენ, ზელენსკიმ პუტინის, როგორც ფიგურის შეფასებისგან თავი შეიკავა: "თავს ვერ ვაპატიებ, თუ ამა თუ იმ სიტყვების გამოყენებით ესკალაციას გავრზდი. ჩემთვის პრიორიტეტი ომის დასრულებაა, ამის შემდეგ კი უკვე შემეძლება, გულახდილად ვთქვა, ვისზე რას ვფიქრობ".
ამასთან, ზელენსკიმ უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ "გერმანიამ და საფრანგეთმა ბოლო დროს რუსეთის მიმართ პოზიციები შეასუსტეს, აშშ-მა კი ეს შესაძლოა, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების დაგეგმილი შეხვედრის გამო გააკეთოს".