
პუტინი: "რუსეთი კბილებს ჩამოუღებს ყველას, ვინც ეცდება, რაიმე მოაკბიჩოს"
20/05/2021 14:20:07 მსოფლიო
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი "თავისი ეკონომიკის მილიტარიზაციის გზით არ მიდის, თუმცა ხისტ პასუხს გასცემს ყველას, ვისაც მის ტერიტორიაზე გაუჩნდება პრეტენზია".
«ყველა ცდილობს, გვიკბინოს ან რაიმე მოგვაკბიჩოს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველას ისე ჩამოვუღებთ კბილებს, კბენას ვეღარ შეძლებენ. ეს ცალსახაა და ამის გარანტია ჩვენი შეიარაღებული ძალებია" - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, "ყველა დროში ერთი და იგივე მეორდებოდა - როგორც კი რუსეთი ძლიერდებოდა, მაშინვე ჩნდებოდა საბაბი მისი განვითარების შესაზღუდად".
"როგორც ერთმა ჩვენმა იმპერატორმა ბრძანა, "ჩვენი უკიდეგანობა ყველას აშინებს". სსრკ-ის დაშლის შემდეგაც კი, როცა პოტენციალის 1/3 დავკარგეთ, ვიღაცებისთვის რუსეთი მეტისმეტად დიდია. მართლაც, პოტენციალი კოლოსალურია, ჩვენი ტერიტორიაც ყველაზე დიდია მსოფლიოში. 146 მლნ ადამიანი – ეს თითქოს არც ისე ბევრია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასობით მილიონი ადამიანი სახლობს, თუმცა ეს მაინც ბევრად ითვლება. და ზოგიერთები საჯაროდაც კი ბედავენ იმის თქმას, აქაოდა, უსამართლოა, რომ მხოლოდ ერთ სახელმწიფოს - რუსეთს ეკუთვნოდეს ისეთი რეგიონის სიმდიდრე, როგორიც ციმბირიაო. უცნაურია, მოისმინო მსგავსი რამ, განსაკუთრებით - საჯაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ ესმოსაზრებები ჟღერს», – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.