Accentnews.ge
28-29 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

28-29 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

20/05/2021 13:50:14 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების თარიღი შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 02:30 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 29 მაისის 02:30 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S