Accentnews.ge
მარადონას გარდაცვალების გამო პასუხისგებაში შესაძლოა, შვიდი პირი მისცენ – გამოძიების დეტალები

მარადონას გარდაცვალების გამო პასუხისგებაში შესაძლოა, შვიდი პირი მისცენ – გამოძიების დეტალები

20/05/2021 13:44:09 მსოფლიო

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო პასუხისგებაში შესაძლოა, 7 ექიმი მიეცეს, მათ შორის არიან მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვა.

ექსპერტიზის დასკვნით, გულის გაჩერების მიზეზი ფილტვის მწვავე შეშუპება გახდა გულის უკმარისობის ფონზე.

როგორც მედია გენერალური პროკურატურის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, გამოძიებამ „არაადეკვატური, არასრულყოფილი და უგუნური“ უწოდა სამედიცინო ჯგუფის მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მათ პაციენტი „ბედის ანაბარა“ დატოვეს.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა და ჯერ კიდევ იმთავითვე დაადანაშაულეს მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე გულგრილობაში, რამაც ლეგენდის სიკვდილი გამოიწვია, თუმცა თავად ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მარადონა საავადმყოფოში მოხვდა ტვინში ჰემატომით, ჩაუტარდა ოპერაცია, 11 ნოემბერს ის შინ გაწერეს. როგორც გაირკვა, მარადონას მდგომარეობა ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობის გარეშე დარჩენის შესაძლებლობას არ იძლეოდა; გარდა ამისა, მარადონასთან ახლოს არ მორიგეობდა სასწრაფო დახმარების ბროგადა, მის სახლში არ აღმოჩნდა დეფიბრილატორი. ამასთან, მარადონას სახლის ჩხრეკისას პოლიციამ დაადგინა, რომ ის იყენებდა რიგ პრეპარატებს, რომლებსაც შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონოდა ფეხბურთელის გულზე. ამ პრეპარატებს შორის იყო ანტიდეპრესანტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S