Accentnews.ge
კულუმბეგოვი: „თუ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი დროებით „მოიკოჭლებს“

კულუმბეგოვი: „თუ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი დროებით „მოიკოჭლებს“

20/05/2021 13:03:01 საზოგადოება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მამაკაცების შემთხვევაში ნებისმიერმა ტემპერატურულმა ვირუსმა შესაძლოა, სპერმატოზოიდების ფუნქციის 2–კვირიანი დაქვეითება გამოიწვიოს და ეს უშუალოდ ვაქცინასთან არაა კავშირში.

"ქალბატონების შემთხვევაში რეპროდუქციულ ცვლაზე არც ერთი ვაქცინის აბსოლუტურად არავითარი გავლენა არ დასტურდება და ეს კლინიკური კვლევების დროს დადასტურებულია.

რაც შეეხება მამაკაცების შემთხვევას (ეს მინდა, ხაზგასმით ვთქვა), ნებისმიერი ვირუსული დაავადების დროს, თუ ის ცხელებით მიმდინარეობს (ეს ყველამ უნდა იცოდეს და თუ არ იციან, ახლა ეცოდინებათ), ნებისმიერი გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც კი, ან ნებისმიერი სხვა ვირუსი იქნება, თუ ტემპერატურით მიმდინარე დაავადება, ამ დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ქვეითდება.შესაბამისად 2-3 კვირის განმავლობაში ნებისმიერი სიცხის გადატანის შემდგომ მამაკაცის განაყოფიერების უნარი ცოტა „მოიკოჭლებს“ და არ არის ისეთი, როგორიც იყო ავადობამდე. ამიტომ, თეორიული შანსი იმისა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდგომ, თუ ტემპერატურული რეაქცია დაუფიქსირდა, რაც დაახლოებით, 30-40%-ში ხდება ხოლმე ზოგჯერ პირველ დოზაზე, ზოგჯერ მეორეზე (გააჩნია ვაქცინის სახეობას), შეიძლება, სპერმატოზოიდების ფუნქციის ტრანზიტორული წარმავალი 2 –2–კვირიანი დაქვეითება იყოს. ეს, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, არ ეხება ვაქცინას, უბრალოდ ტემპერატურულ რეაქციაზე ვსაუბრობ გრიპის ვირუსი იქნება ეს, თუ რინოვირუსით გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არა აქვს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა“,– განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S