ჯანმო: "ჩვენს მიერ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი შტამის, მათ შორის, ინდურის წინააღმდეგ"
20/05/2021 12:49:36 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი შტამის, მათ შორის, ინდურის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჯანმო–ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
ამასთან, კლუგემ მოქალაქეებს კოვიდ–რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „სინოფარმი“.


