"შესაძლოა, მოვითხოვოთ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება"
20/05/2021 09:24:44 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც.
"შესაძლოა, ვაქცინირებული პირებისთვის აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად, "წითელას" შემთხვევაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.


