Accentnews.ge
"2008–დან 2020 წლამდე გელათზე საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა"

"2008–დან 2020 წლამდე გელათზე საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა"

20/05/2021 08:19:41 პოლიტიკა, საზოგადოება

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე მისთვის საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა. მისი თქმით, სამონასტრო კომპლექსის რესტავრირებაში იმ ფრომის გამოყენება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დიდი შეცდომა იყო და ამან კულტურული ძეგლები დააზიანა.

"მე მინდა, ვისარგებლო იმით, რომ ქართული მედიის მთელი სპექტრი აქ ბრძანდებით და მოგმართოთ ყველას, მათ შორის თქვენთან მეგობრობაში თუ პარტნიორობაში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც არანაკლებ აღელვებს გელათის ბედი და გითხრათ ის, რაც ყველამ უკვე ვიცით, რომ 2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა გელათისთვის საზიანო ექსპერიმეტნი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის სამწუხაროდ შეირჩა საექსპერიმენტოდ გელათი, მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექპერიმენტმა დააზიანა ძეგლი",- განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ერაყიდან ჩამოვა იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათის სახურავის მდგომარეობას შეისწავლის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S