Accentnews.ge
ბლინკენი: "მოსკოვთან უფრო სტაბილური ურთიერთობები გვსურს, თუმცა აშშ–ის ან ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ"

ბლინკენი: "მოსკოვთან უფრო სტაბილური ურთიერთობები გვსურს, თუმცა აშშ–ის ან ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ"

20/05/2021 08:45:43 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური ურთიერთობები სურს. თუმცა დიპლომატი იქვე აღნიშნავს, რომ აშშ–ის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

"სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისლანდიაში გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ აშშ–ს რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს​. მხარეებმა არქტიკულ საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობისა და რეგიონში საერთო ინტერესების მქონე საკითხები განიხილეს. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას აშშ-ს მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ–ს ან მის მოკავშირეებს", – აცხადებენ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მისივე ცნობით, "მდივანმა ბლინკენმა გამოხატა ჩვენი ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში და მის საზღვრებთან რუსული წარმოდგენილობის ზდის გამო, ასევე "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს" წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარეებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრის, ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობის, ასევე ირანისა და სამხრეთ კორეის ატომური პროგრამების საკითხები განიხილეს.

თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

"აშშ–სა და რუსეთს შორის სერიოზული განსხვავებები არსებობს, თუმცა ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისეთ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესების თანხვედრა იკვეთება", – განაცხადა ლავროვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S