Accentnews.ge
ხელფასის გაზრდისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ქვეყანაში პროტესტის კიდევ ერთი კერა გაჩნდა

ხელფასის გაზრდისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ქვეყანაში პროტესტის კიდევ ერთი კერა გაჩნდა

20/05/2021 08:22:15 საზოგადოება

კომპანია "ნაბეღლავის" დისტრიბუტორები გაიფიცნენ. პროტესტში 70-მდე თანამშრომელია ჩართული.

გაფიცულები ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

"ხელფასები გაგვიზარდონ და ყურადღება მოგვაქციონ. 1 300 ლარამდე ვითხოვთ გაზრდას, ყველაზე ცოტა, ახლა გვაქვს 650, სირცხვილი არ არის?! ესენი ფასებს უმატებენ. ხელფასის მომატებასა და ტვირთის განაწილებას ვითხოვთ", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული დავით მედოიძე.

მათი ცნობით, მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჰქონდათ და დაპირება მიიღეს, რომ მოთხოვნებს დაუკამყოფილებდნენ, თუმცა არაფერი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა, ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია ბორჯომში მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S