Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

20/05/2021 06:56:20 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყანაში ვირუსს 4 540 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1 104 შემთხვევა გამოვლინდა, 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 256, „პისიარ“ ტესტით – 12 776.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო შვიდი დღის – 4,03%.

ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა,
  • აჭარა – 83,
  • იმერეთი – 103,
  • ქვემო ქართლი – 57,
  • შიდა ქართლი – 40,
  • გურია – 12,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109,
  • კახეთი – 46,
  • მცხეთა-მთიანეთი – 15,
  • სამცხე-ჯავახეთი – 24,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც:

  • 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი,
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი,
  • 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
  • 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 33.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S